ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება დასრულდა

0
19

ბათუმის ახალ ქვიშის მოედანზე ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგის, ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება დასრულდა. საქართველოს ნაკრები B დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროლიგის A დივიზიონში დაწინაურდა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებული უკრაინის ნაკრები გახდა.
მესამე ადილისთვის მატჩში ჩვენმა გუნდმა ლატვიის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები ფარტენაძემ, ლომიძემ, ივანიაძემ, ჟორდანიამ და ხვიჩა მახარაძემ გაიტანეს. მესამეადგილოსნის გამოვლენის შემდეგ, ბათუმის ახალ ქვიშის სტადიონზე ტურნირის
ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უკრაინის ნაკრებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს 4:2 სძლია.
ფინალური მატჩის დაწყებამდე, საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა ლომიძემ სფფ-ს ქვიშის სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადასცა. სფფ-ს სახელით ჯილდო პირველი ვიცეპრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ მიიღო.
ფინალური მატჩის დასრულდების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულთან და ტურნირის ფინალისტთან ერთად დაჯილდოვდა საქართველოს ნაკრები. ბათუმის საერთაშორისო თასზე მოპოვებულ მესამე ადგილთან ერთად, ჩვენმა გუნდმა ევროლიგის A დივიზიონის საგზური მოიპოვა. გამოვლინდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები.
გამარჯვებულებს კუთვნილი მედლები და პრიზები გადასცეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი თოთლაძემ და ვეტერანმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ.