მამუკელაშვილმა “სან ანტონიოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
25

სანდრო მამუკელაშვილმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა”სან ანტონიოსთან” და მომდევნო სეზონს კვლავინდებურად “სპურზის” რიგებში გაატარებს. ქართველი ფორვარდი 2024/25 წლების საკალათბურთო სეზონში, ტეხასური კლუბისგან ანაზღაურების სახით 2.2 მილიონ დოლარს მიიღებს.
აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად ESPN-ის ინსაიდერმა – ადრიან ვოჟნაროვსკიმ გაავრცელა, ოდნავ მოგვიანებით კი იგივე ამბავი მარკ ბარტელშტეინმა და ჯორჯ რუსაკისმაც დაადასტურეს, ახლა კი სანდროსთან ხელშეკრულების ცნობა ტეხასელებმა ოფიციალურად გაასაჯაროვეს.
„სან ანტონიოში“ ჩატარებული მთელი სეზონის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ფორვარდის ანგარიშზე საშუალოდ 6.1 ქულა, 4.2 მოხსნა და 1.5 შედეგიანი გადაცემა ირიცხებოდა.