ზივზივაძემ დუბლით დაიწყო

0
73

ბუდუ ზივზივაძისთვის „კარლსრუეს“ მაისურით ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ჩატარებული პირველი მატჩი წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი გუნდი, რომელიც მე-2 ბუდესლიგაში გამოდის, პირველი ბუნდესლიგის „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდა და 4:1 სძლია.
ზივზივაძემ 21-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მას მეორე ტაიმში არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი