„ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის თქმით, სჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც მატჩების მოგება შეუძლია.
„ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს კლუბის სპორტულ დირექტორ დეკუსთან,, რომელიც საუცხოოდ მუსაობს, რაც მიხარია. უფრო კარგი გუნდის ჩამოყალიბება მინდა, ეს კი ჩემთვის მთავარია.
ჩემს მოთამაშეებს როდესაც ვუყურებ, მათ შორის ახალგაზრდებს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც მატჩების მოგება შეუძლია. თუმცა, ასევე გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც უნდა დავეხმაროთ, რომ აქ გაიზარდონ. ეს ჩვენი მუშაობის ნაწილი და „ბარსას“ ფილოსოფიის ნაწილია“ – იუწყება გერმანიის ნაკრების ექსმწვრთნელის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი
