ლობჟანიძის წყვილი საგოლე გადაცემა

0
26

საბა ლობჟანიძემ MLS-ში კიდევ ერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა. „ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის შინ „კოლამბუს ქრიუს“ შეხვდა და სამი ქულა აიღო.
ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სტუმრებო 30-ე წუთზე როსის გოლით დაწინაურდნენ. მე-60 წუთზე ლობჟანიძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და გრეგერსენმა თავით ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე ლობჟანიძემ იმავე ფლანგიდან ისევ კუთხური ჩააწოდა და გრეგერსენის თავური ისევ ზუსტი აღმოჩნდა – 2:1.
მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ MLS-ში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. „ატლანტა იუნაიტედი“ 28 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი