ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ პირველი მატჩი ჩაატარა. ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ნეაპოლელები ქვედალიგელ „მანტოვას“ შეხვდნენ და 3:0 დაამარცხეს. გოლები იესპერ ლინდსტრიომმა, ლეონარდო სპინაცილამ და ვალიდ შედირამ გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდ ხვიჩა კვაარცხელიას არ უთამაშია, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
„ბევრი კარგი რამ დავინახე. მაგალითად, პრესინგი და ძალიან მაღლა აწეული დაცვის ხაზი. თუმცა, თამაში უკეთ უნდა ვაკონტროლოდ და ბურთის მეტად ფლობაც საჭიროა.
უნდა ვიმუშავოთ და სრულყოფილები გავხდეთ. რაც უფრო მეტს ვიმუშავებთ, ბიჭები მით უფრო მიხვდებიან მათგან რა მსურს. მთავარია, რომ მატჩები მაღალი ინტენსივობით ჩატარდეს. არ მჭირდება გუნდი, რომელიც თავს იცავს და სპორტულ სიკვდილს ელოდება“ – იუწყება კონტეს ნათქვამს Football Italia.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 28 ივლის „ეგნატიასთან“ ჩაატარებს, 31 ივლისს – „ბრესტთან“, ხოლო 3 აგვისტოს – „ჟირონასთან“.
ლაშა თაბაგარი
