ივან რაკიტიჩი „ჰაიდუკში“ ითამაშებს

0
31

ივან რაკიტიჩი კარეირას სპლიტის „ჰაიდუკში“ გააგრძელებს, რის შესახებ ხორვატული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
36 წლის ფეხბურთელმა 2024-2025 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ თუ მხარეები შეთანხმდებიან თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წელი გაგრძელდება.
გასულ სეზონში რაკიტიჩი საუდის არაბეთის „ალ-შაბაბში“ გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
„ალ-შაბაბამდე“ რაკიტიჩი შვეიცარიის „ბაზელში“, გერმანიის „შალკეში“, ესპანეთის „სევილიაში“ და „ბარსელონაში“ გამოდიოდა.
მან 2007-2019 წლებში ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 106-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი