სესკ ფაბრეგასი იტალიის სერია A-ში დაბრუნებული „კომოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. მან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების 37 წლის ექსნახევარმცველი „კომოს“ დროებით 2023 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე თავკაცობდა. შემდეგ, ის მთავარი მწვრთნელის ოასიან რობერტსის თანაშემწე იყო, რომელმაც „კომო“ ელიტაში დააბრუნდა და სეზონის დასრულების შემერე თანამდებობა დატოვა.
ფაბრეგასს დებიუტი 11 აგვისტოს იტალიის თასის 1/32-ფინალში „სამპდორიასთან“ ექნება, ხოლო 19 აგვისტოს მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურსი „იუვენტუსს“ დაუპრიისპირდება.
ლაშა თაბაგარი
