ალვარო მორატა „მილანში“ ითამაშებს

0
25

ალვარო მორატა კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. იტალიური კლუბის პრესსამსახური ინფორმაციით ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი , რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წლით გაგარძელდება.
30 წლის მორატა „მილანში“ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო მისი ხელფასი წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება. ესპანელმა ბოლო 2 სეზონი მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში 93-ჯერ ითამაშა და 36 გოლი გაიტანა. მან ესპანელებთან ერთად გერმანიაში გამართული ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი