„ნაპოლი“ რომელუ ლუკაკუს, რომელიც ლონდონის „ჩელსის“ საკუთრებაა პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება.
ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნეაპოლელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში მისი ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება. ახლა იტალიური კლუბი სატრანსფერო თანხაზე „ჩელსის“ უნდა მოელაპარაკოს, რომელსაც ლუკაკუში 35 მილიონი ევროს მიღება უნდა, ხოლო იტალიური კლუბი ეცდება თანხა შეამციროს.
ბელგიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით „რომაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
