ჰიულმანდი დანიის ნაკრებიდან წავიდა

0
24

კასპერ ჰიულმანდმა დანიის  ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური იუწყება.
ჰიულმანდმა ეს ნაბიჯი ევრო 2024-ზე გუნდის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგის გამო გადადგა. 53 წლის სპეციალისტმა საფეხბურთო ასოციაციის დირექტორ პეტერ მიოლერს განუცხადა, რომ ნაკრებს ახალი სისხლი ჭირდება. მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის მოვალეობას 53 წლის სპეციალისტი მორგენ ვირგჰორსტი შეასრულბს, რომელიც მანამდე ჰიულმანდის ასისტენტი იყო.
52 წლის ჰიულმანდი დანიელებს 2020 წლის აგვისტოდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით სკანდინავიელები ევრო 2020-ის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ინგლისთან 1:2 დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი