ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მზადაა, იუწყება ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელზე შთაბეჭდილება ნეაპოლელთა ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან საუბარმა მოახდინა, რომელიც კვარაცხელიას თავისი პროექტის ცენტრალურ ფიგურად მიიჩნევს. თავის მხრივ, 23 წლის ფეხბურთელს კარგად ესმის, რომ ცნობილ იტალიელ სპეციალისტთან მუშაობა განვითარებაში ხელს შეუწყობს.
კვარაცხელიამ განვლილ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
