ვოლკოვის გოლი არასაკმარისი აღმოჩნდა

0
18

„ზირე“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის, ევროპა ლიგას გამოეთიშა. აზერბაიჯანულმა გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ტირასპოლის „შერიფი“ ქართველი თავდამსხმელის გოლით 1:0 დაამარცხა, ხოლო აზერბაიჯანში ჩატარებული საპასუხო შეხვედრა მოლდოველთა გამარჯვებით დასრულდა 2:1. დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გაარკვია და პენალტებში 5:4 გაიმარჯვა. ბაქოში ჩატარებულ შეხვედრაში ვოლკოვი სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.“ზირე“ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც სლოვაკეთის „დუნაისკა სტრედას“ შეხვდება. სხვათა შორის, მოლდოვის 23-გზის ჩემპიონმა „შერიფმა“ ზედიზედ 11-ჯერ ოქროს მედლების მოგების მერე, გასულ სეზონში პირველი ადგილი დაკარგა და „პეტროკუბი“ გაჩემპიონდა. სწორედ ამიტომ „შერიფი“ ევროპა ლიგაში ასპარეზობს.
„ტობოლში“ ცოტნე მოსიაშვილის დებიუტი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის „რუჟემბეროკთან“ საპასუხო შეხვედრაში შედგა. მართალია, ყაზახებმა პირველი თამაში შინ 1:0 მოიგეს, მაგრამ პირველი თამაში 2:5 წააგეს და კონფერენს ლიგაში ითამაშებენ, სადაც შვეიცარიის „სენტ გალენს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი