საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა კოლას ივლისის თვის რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და 70-ე ადგილზეა. ფრანგი ვილი სანიოლის ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ეს საუკეთესო შედეგია.
ერთა ლიგაში ჯგუფში ჩვენს მეტოქეებს რაც შეეხება, უკრაინა 25-ე ადგილზე, ჩეხეთი – 47-ე, ხოლო ალბანეთი – 68-ეზე/
რეიტინგის სათავეში არგენტინის ნაკრებია, რომელმაც წელს კოპა ამერიკა ზედიზედ მეორედ მოიგო, მეორე პოზიცაზე საფრანგეთია, მესამეზე კი ევრო 2024-ის გამარჯვებული ესპანეთი.
ლაშა თაბაგარი





