გიორგი გულიაშვილმა თავი კონფერენს ლიგაში გამოიჩინა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი „ველეჟში“ იჯქარით გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, „სარაევოში“ დაბრუნდა და თავის გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.
ბოსნიელებმა ყაზახეთის “აქტობესთან” პირველი თამაში სტუმრად 0:1 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა შინ 2:3 წააგეს. სარაევოში გამართულ მატჩში გულიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, მეტოქის ნახევარზე მყოფმა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეულმა საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ძირითადი დრო ყაზახების სასარგბელოდ დასრულდა 3:2, ხოლო დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პენალტების სერიაში „სარაევომ“ 4:3 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე სლოვაკეთის ტრნავის „სპარტაკს“ შეხვდება.
კონფერენს ლიგას გამოეთიშა თამაზ პერტიას გაწვრთნილი „ლიეპაია“. ლატვიელებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ფარერების „ვიკინგურთან“ 1:1 ითამაშეს, ხოლო სტუმრად 0:2 წააგეს. ლიეპაიას გაანცხადში მეკარე ლაზარე კუპატაძე, მცველი ვაჟა ფაცაცია და ნახევარმცველი ანდრო ხორხელი არ იყვნენ.
ლაშა თაბაგარი
