კასპერ შმეიხელი კარიერას გლაზგოს „სელტიკში“ გააგრძელებს. დანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შოტლანდიურ გრანდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
გასულ სეზონში შმეიხელი ბელგიის „ანდერლეხტში“ გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 32 მატში 33 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. კასპერმა კარიერის საუკეთესო პერიოდი ინგლისის „ლესტერში“ გაატარა, სადაც 2011-2022 წლებში თამაშობდა და პრემიერლიგა მოიგო.
ლაშა თაბაგარი





