Transfermarkt-ის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიას სათავეში საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) და მისი პორტუგალიელი კოლეგა დიეგუ კოშტა („პორტუ“) ჩაუდგნენ. მათი სატრანსფერო ღირებულება 45-45 მილიონი ევროა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 23 წლის ქართველის ფასი 10 მილიონით გაიზარდა, ხოლო 24 წლის პორტუგალიელის – 5 მილიონით.
მათ გარდა, ათეულში ასევე არიან: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, 40 მილიონი ევრო), გრეგორ კობელი („ბორუსია“, დორტმუნდი 40 მილიონი ევრო), მაიკ მენიო („მილანი“, 38 მილიონი ევრო), გილელმო ვილარიო („ტოტენჰემი“, 35 მილიონი ევრო), დავიდ რაია („არსენალი“, 35 მილ;იონი ევრო), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, 35 მილიონი ევრო), ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი“, 35 მილიონი ევრო) და უნაი სიმონი („ატლეტიკი“, 30 მილიონი ევრო).
ლაშა თაბაგარი
