ალექსანდრე ფეიქრიშვილი კარიერას კიევის „დინამოში“ გააგრძელებს. უკრაინულმა გრანდმა თბილისის „დინამოდან“ 18 წლის ნახევარმცველის შეძენა თავის ვებგვერდზე დაადასტურა.
ფეიქრიშვილი „დინამოს“ აღზრდილია, მაგრამ პირველ გუნდში არ უთამაშია. მან შაღშან „დინამო 2“-ში 21 მატჩი ჩაატარა, ხოლო წელს – 9.
ნიჭიერი ნახევარმცველი საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში თამაშობდა, ხოლო ამჟამად 18-წლამდელების კაპიტანია.
ლაშა თაბაგარი
