ჰარი კეინს მიაჩნია, რომ გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი იყო, რომელმაც ერი გააერთიანა. ინგლისელთა კაპიტანმა საუთგეიტს თანამდებობის დატოვების შემდეგ მიმართა.
„ბოს. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ! თქვენ ინგლისის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი იყავით და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ გუნდის კაპიტნობა მთელი განვლილი დროის განმავლობაში. თქვენ დაეცხმარეთ ერს გაერთიანებაში, რომელმაც ჩვენი გუნდის ისევ ირწმუნა.
ბევრი ძალიან კარგი მომენტი იყო და ყველამ ერთად შევქმენით ისტორია, რომელიც მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ შევხდებით. მადლობა ბოს“ – დაწერა კეინმა თავის სოციალურ ქსელში.
ლაშა თაბაგარი
