ინგლისის საფეხბრთო ასოციაციამ შესაძლოა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პეპ გვარდიოლას მიწვევას აპირებს, იუწყება The Independent.
საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელები მზად არიან ესპანელ სპეციალისტთან მოლაპარაკება დაიწყონ თუ ის 2025 წელს „მანჩესტერ სიტის“ თავკაცის თანამდებობას დატოვებს.
ინგლისი უმწვრთნელოდ მას მერე დარჩა, რაც 16 ივლისს გარეთ საუთგეიტმა თანამდებობა დატოვა. მან ინგლისელები ევრო 2020-ის და ევრო 2024-ის ფინალში გაიყვანა, ასევე მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ათამაშა.
ლაშა თაბაგარი





