ბათუმის „დინამოს“ მეორე ცდა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაეძლია წარუმატებლად დასრულდა. უკრაინელი ანდრე დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარეთის 13-გზის ჩემპიონ რაგრადის „ლუდოგორეცთან“ სტუმრად 1:3 წააგო, ხოლო შინ მინიმალური ანგარით მოიგო და კონფერენს ლიგაზე გადაერთო.
ბათუმელებმა თამაში საუცხოოდ დაიწყეს და სწრაფი გოლიც გაიტანეს. მმე-3 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოდმა პაატა ღუდუშაურმა მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც მცველმა ცუდად მოიგერია და ვლადიმერ მამუცაშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა.
ცოტა ხანში, მარცხენა ფლანგიდან ვანდერსონ სილვას ჩაწოდების შემდეგ მამუჩაშვილმა დუბლუი შეასრულა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა,რ ადგან მანამდე ბათუმელთა ესპანელ ფორვარდ ბლესაზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა. ხორვატმა არბიტრმა გოლი უსაფუძვლოდ გააუქმა.
ბათუმელებს ტემპი არ დაუგდიათ და მოედნის ცენტრიდან ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ, ღუდუშაური მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ თავს ზემოთ ბურთი არაზუსტად გადაუგდო. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მარცხენა ფლანგიდან ონორე გომისმა გააკეთა ბულგარელთა საჯარიმოში პასი, ხოლო ვრადნაში ბლესას დარტყმული ბურთი მეკარის ხელიდან გვერდით ზელს მოხვდა. „დინამოს“ მორიგი შეტევის დროს ღუდუშაური რაზგრადელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
ტაიმის მიწურულს მარჯვენა ფრთიდან სტუმართა ფეხბურთელის გაკეთებული გადაცემის შემდეგ, სეკუს დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა და ბათუმელები გოლის გაშვებას გადარჩნენ.
მე-60 წუთზე ღუდუშაურმა ბურთი სტუმართა სააჯრიმოსთან ახლოს მიიღო და მას მერე რაც სამ მოწინაარმდეგეს გაცდა დაარტყა – „ლუდოგორეცის“ მეკარეს მოგერიება გაუწირდა, თუმცა მის ახლოს ბათუმელებიდანაც არავინ აღმოჩნდა, რომ დაემატებინა. 88-ე წუთზე მამუჩაშვილის პარის მერე, ბულგარელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ონორე გომისმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ონორე გომისი „ლუდოგორეცის“ მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ სერჯიო პადტმა დინამოელთა ნახევარმცველს არ გაატანინა.
“ლუდოგორეცთან” თამაშის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ბათუმელი გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა და მეტოქე ფეხბურთელებისკენ გაიწია, მაგრამ შეაჩერეს. თუმცა, ემოცეიები ამით არ დამცხრალა და “დინამოს” ფეხბურთელმა ბულგარელ მოთამაშეებთან კამათი დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა, ხოლო საბოლოოდ მხარეები გააშველეს. მომხდარის გამო, დიდი ალბათობით ბათუმელები უეფასგან დასანქციერდებიან.
ბათუმის „დინამო“ 25 ივლისს კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ ჩერნოგორიის ჩემპიონ „დეჩიჩთან“ ჩაატარებს.
„დინამო“ (ბათუმი) – „ლუდოგორეცი“ (რაზგრადი) 1:0 (1:0)
17 ივლისი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.
„დინამო“ (ბათუმი): სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 46), კობახიძე, ხარაბაძე, სილვა, სანტოსი, ვიქტორი (მარა 63), მამუჩაშვილი, ღუდუშური (ფაჩულია 90), გომისი, ბლესა (ტამბედუ 72)
„ლუდოგორეცი“: პადტი, სამბერგი, ალმეიდა, ვიტრუ, სონი, ჩოჩევი, პიოტროვსკი (დუარტე, 84), ნარესი, ტეკპეტეი (ვერდონი, 90+3), რიკი (კაიო ვიდალი, 77), სეკუ.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დერმენჯიევი.
გოლი: 1:0 მამუჩაშვილი (3).
გაფრთხილება: ნარესი (45+4), ტეკპეტეი (49), რიკი (66), ვიტრუ (68), პიოტროვსკი (83).
მთავარი მსაჯი: დარიო ბელი (ხორვატია).
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი ბათუმელებს გოლი არ ეყოთ – მსაჯის შეცდომა „ლუდოგორეცის“ სასარგებლოდ