ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
უფროსი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა შინ ჩატარებულ პირველ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის „სტრუგა“ 4:2 დაამარცხა, ხოლო სტუმრად 2:1 სძლია და ჯგუფში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სლოვაკეთში ჩატარებული შეხვედრის მსგავსად, მაკედონიაშიც შეუცვლელად ითამაშა.
„სლოვანი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიის „ცელიეს“ შეხვდება. ბრატისლაველები 23 ივლისს სტუმრად ითამაშებენ, ხოლო 30 ივლისს – სახლში.
ლაშა თაბაგარი
