თომას მიულერმა გერმანიის ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა, რის შესახებ გერმანელმა ფეხბურთელმა თავის YouTube გვერდზე ისაუბრა.
34 წლის მიულერს ბუნდესნაკრებში დებიუტი 2010 წლის მარტში ჰქონდა. მან გერმანელთა რიგებში 131 მატჩი (მე-6 შედეგი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში) ჩაატარა და 45 გოლის გატანის გარდა, 41 საგოლე პასი გააკეთა. .
მან გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ბრაზილიაში მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატი მოიგო და სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა. გარდა ამისა, ის გერმანელებთან ერთად ევროპის 2012 და 2016 წლის ჩემპიონატების ნახევარფინალში გავიდა.
მსოფლიო 2010 წლის მუნდიალზე მიულერმა 5 გოლი გაიტანა და ესპანელ დავიდ ვილასთან, ნიდერლანდელ უესლი სნაიდერთან და ურუგვაელ დიეგო ფორლანთან ერთად თანაბომბარდირი გახდა. ამასთანავე, ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მიულერმა ორჯერ ითამაშა – შოტლანდიასთან (5:1) და ესპანეთთან (1:2) და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
