“თელავმა” სეზონის განახლებამდე 6 ფეხბურთელი დაიმატა

0
20

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონის განახლების წინ, “თელავმა” ექვსი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 6 ახალი ფეხბურთელი დაიცავს:
ანტონ თოლორდავა (საქართველო) -დაიბადა: 02.08.1996; ამპლუა: მცელი; ბოლო კლუბი: შახტიორი (ყაზახეთი). 27 წლის ანტონ თოლორდავას, თელაველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება – იგი აქამდე ორჯერ თამაშობდა ჩვენი გუნდის შემადგენლობაში, 2016-2020 და 2021-2022 წლებში 100-ზე მეტ მატჩში მოირგო სკ “თელავის” მაისურა, გახლდათ გუნდის კაპიტანი და ლიდერი, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
ჯონელ დეზირე (ჰაიტი) -დაიბადა: 12.02.1998; ამპლუა: თავდამახმელი; ბოლო კლუბი: ალაშკერტი (სომხეთი). , ჰაიტელმა ფორვარდმა სკ “თელავის” მაისურით შარშანდელ ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ანდრე მენსალაო (ბრაზილია) -დაიბადა: 21.06.1990; ამპლუა: ნახევარმცელი; ბოლო კლუბი: ვოსკა (მაკედონია).
სიდიკი ტრაორე (მალი) -დაიბადა: 16.07.2004; ამპლუა: ნახევარმცელი; ბოლო კლუბი: ალ დაფრა (ემირატები).
ოჯეტუნდე ოლაოლუვა (ნიგერია) -დაიბადა: 06.11.2002; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: ვანი (სომხეთი).
ჯორჯ პიტბული (ბრაზილია) -დაიბადა: 30.10.1998; ამპლუა: ნახევარმცელი; ბოლო კლუბი: ამაზონსი (ბრაზილია)
გუნდში ტრანსფერები კიდევ იქნება და რამდენიმე ახალწვეულზეც დღე-დღეზე გაცნობებთ”.
ლაშა თაბაგარი