ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა.
ის „სამფეროვანთა“ ღირსებას 2011 წლიდან იცავდა და 137 მატჩში 57 გოლი გაიტანა. 37 წლის ჟირუ საფრანგეთის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მან ფრანგებთან ერთად მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატი და ერთა ლიგა (2021) მოიგო. გარდა ამისა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე და მსოფლიო 2022 წლის მუნდიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. მას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია.
ჟორუს „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა და კარიერას MLS-ის „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს.
ლაშა თაბაგარი
