კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ “სამტრედიას” ექვსი ახალი ფეხბურთელი ჰყავს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“26 წლის შემტევი რატი არდაზიშვილი ჩვენს გუნდს ლატვიური “ლიეპაიადან” შეუერთდა, მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშები.
ახალგაზრდა მცველი ლუკა ელბაქიძე “ტორპედოდან” იჯარის წესით “სამტრედიაში” ითამაშებს.
25 წლის ესპანელმა ფორვარდმა ინიგო მარტინმა ამხანაგურ მატჩში “სამტრედიას” მაისურით უკვე გაიტანა. ის ბოლოს ესპანურ “პორტუგალეტეში” თამაშობდა.
ჩვენს გუნდს შემოუერთდა 21 წლის განელი ნახევარმცველი ჟოზეფ ამოაკო. კამერუნელი შემტევი ფრანსუა ეკონგოლო ჩვენთან ასევე იჯარის წესით ითამაშებს.
ინიგოს მსგავსად, “სამტრედიაში” სადებიუტო გოლი ბრაზილიელმა შემტევმა ნათან მელომაც გაიტანა”.
ლაშა თაბაგარი
