ლუის დე ლა ფუენტე ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი სამ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთან ერთად მოიგო.
მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ხოლო 21-წლამდელებმა ევროპის 2019 წლის პირველობაზე ოქროს მედლები მოიპოვა.
ცხადია, დე ლა ფუენტეს ყველაზე იდიდ მიღწევა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა, როდესაც ესპანელებმა შვიდივე მატჩი მოიგეს და არსებობის ისტორიაში საპატიო ტიტული მეოთხედ მოიპოვეს, რაც რეკორდია. ის ესპანეთის ნაკრებს 2022 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებს, როდესაც ლუის ენრიკე შეცვალა.
ლაშა თაბაგარი
