კილიან მბაპე: „რეალში“ თამაშზე ბევრი წლის განმავლობაში ვოცნებობდი“

0
50

კილიან მბაპეს თქმით ბევრი წლის განმავლობაში მადრიდის „რეალში“ თამაშზე ოცნებობდა. საფრანგეთის ეროვნული გუნდის 25 წლის კაპიტანმა ამის შესახებ დღეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ოფიციალური პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომელსაც 100000 გულშემატკივარი დაესწრო. მბაპემ ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა და 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„აქ ყოფნით წარმოუდგენელი შეგრძნება მაქვს. „რეალში“ თამაშზე ბევრი წლის განმავლობაში ვოცნებობდი. დღეს ეს ოცნება ახდა. ბედნიერი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რომელმაც პირველი დღიდან თბილად  მიმიღო.
ასევე მსურს მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც აქ მოხვედრაში დამეხმარნენ. ახლა „რეალის“ მოთამაშე ვარ. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშანვს. ახლა კიდევ ერთი ოცნება მაქვს – მსოფლიოსი საუკეთესო კლუბის ისტორია გავამართლო“ – იუწყება მბაპეს ნათქვამს  RMC Sport.
მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 308 მატჩში 256 გოლი გაიტანა და 108 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის პარიზული კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
მბაპემ პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი 6-ჯერ, საფრანგეთის თასი 4-ჯერ, საფრანგეთის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო საფრანგეთის ლიგის თასი 2-ჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი