გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა,.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ინფორმაციით, 53 წლის სპეციალისტმა წასვლა თავად გადაწყვიტა. საუთგეიტი ინგლისელებს 2016 წლის სექტემბრიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 102 მატჩი ჩაატარა – 64 მოიგო, 20 ფრედ დაასრულა და 18 წააგო.
საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ ორჯერ გაიყვანა, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. ევრო 2020-ზე ინგლისელებმა იტალიასთან წააგეს, ხოლო ევრო 2024-ზე – ესპანეთთან.
გარდა ამისა, მისი თავკაცობით ბრიტანელებმა მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინლში ითამაშეს, სადაც ხორვატიამ აჯობა.
ლაშა თაბაგარი
