ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს მიაჩნია, რომ მისი ფეხბურთელები იმაზე მეტს ვერ გააკეთებდნენ, რაც გააკეთეს. მან ამის შესახევ ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთთან 1:2 მარცხის შემდეგ განაცხადა.
|„ფინალის წაგება წარმოუდგენლად რთულია. პირველ ყოვლისა, ესპანეთს გამარჯვებას ვულოცავ. ეს გუნდი ტურნირზე საუკეთესო იყო.
ჩემი მოთამაშეები დაუჯერებლად კარგად გამოიყურებოდნენ. ისინი საუცხოო საღამოებს გვჩუქნიდნენ და უფრო მეტს ვერ მოგვცემდნენ მონდომების, სურვილის, ხასიათის კუთხით. პირველ ტაიმში თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ კონტრპრესინგს არასაკმარისად ვთამაშობდით და ბურთს ვკარგავდით.
ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ ფიზიკურმა დაღლილობამ, რომლითაც ტურნირისთვის მივედით და ნათამაშებმა დამატებითმა დროებმა თავისი გავლენა იქონია. ამის გამო ბურთს ცოტა ხანი ვფლობდით. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამო მატჩის მიწურულს ვცდებოდით. თუმცა, მოთამაშეებმა ფინალში 85-ე წუთამდე იბრძოლეს.
ამ ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ, რადგან ისინი უფრო მეტს ვერც მე მომცემდნენ და ვერც ქვეყანას. ჩვენ წავაგეთ გუნდთან, რომელიც უკეთესი იყო. იმაზე უნდა ვიფიქროთ ასე როგორ მოხდა. ჩემი აზრით გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ ბურთს არასაკმარისად ვაკონტროლებდით“ – იუწყება საუთგეიტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
