არგენტინამ კოპა ამერიკა მეთექვსმეტედ მოიგო

0
19

მაიამიში გამართულ კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა დამატებით დროში კოლუმბია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო 112-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ლაუტარო 6 მატჩში გატანილი 5 გოლით კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
არგენტინამ ლიონელ მესის კაპიტნობით სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ზედიზედ 2-ჯერ მოიგო, ხოლო დიდ საფეხბურთო ტურნირებში მიჯრით 3-ჯერ გაიმარჯვა და ესპანეთის მიღწევა გაიმეორა. არგენტინის ეროვნულმა გუნდმა არსებობის ისტორიაში კოპა ამერიკა 16-ჯერ მოიგო და ურუგვაის მიღწევა გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზე 15 ტიტულია. მესამე ადგილზე ბრაზილიაა კოპა ამერიკაზე 9 გამარჯვებით.
მესიმ კარიერაში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე 45 ტიტული მოიპოვა რაც რეკორდია. ანხელ დი მარიამ, რომელიც ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, არგენტინის ნაკრებში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ის როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში 35 ტიტულს დაეუფლა.
კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელმაც განვლილ ტურნირში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი