ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს ეიმედება, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგება დამატებითი იმპულსი იქნება, რომ ყოველ დღე კიდევ უფრო უკეთესები გახდნენ. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„შეუძლებელია, რომ, ამაზე უფრო ბედნიერი იყო, როდესაც გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს ვუყურებ. საუცხოო დღე აღმოჩნდა. გუნდმა ევროპის ჩემპიონატი დამსახურებულად მოიგო და ამით კიდევ უფრო ვამაყობ. იმედია, რომ ეს იმპულსი დაგვეხმარება, რომ ყოველ დღე კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ.
ყოველთვის შესაძლებელია, რომ უკეთესი გახდე და ჩვენი მიზანი ესაა. ამ გუნდის უპირატესობა ისაა, რომ ყოველთვის ვფიქრობთ ცოტა უკეთესები ვიყოთ. ჩვენ ამას მივაღწევთ, რადგან ეს მოთამაშეები ყველასთვის მისაბაძი მაგალითები არიან“ – იუწყება ლუის დე ლა ფუენტეს ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ესპანეთის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო რაც რეკორდია.
ლაშა თაბაგარი
