მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირია

0
71

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომვარდირი გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გერმანიაში დასრულებულ ტურნირში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მან თავი ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩში გამოიჩინა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცი” მოიგო.
მიქაუტაძემ ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ჰარი კეინთან (ინგლისი), კოდი გაკპოსთან (ნიდერლანდები), დანი ოლომოსთან (ესპანეთი), ჯამალ მუსიალასთან (გერმანია) და ივან შრანცთან (სლოვაკეთი) გაიყო.
ჩამოთვლილ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ნაკლები დრო მოედანზე შრანცმა (335 წუთი) და მიქაუტაძემ (347 წუთი) გაატარეს.
ლაშა თაბაგარი