გარეთ საუთგეიტს მიაჩნია, რომ ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი უნდა მოიგოს, რათა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს პატივისცემა დაიმსახუროს. მან ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატის ფინალში დღეს ესპანელებთან გასამართ მატჩამდე განაცხადა.
„მე დავდიოდი როგორც მსოფლიო, ასევე ევროპის ჩემპიონატებზე და ვხედავდი გულშემატკივრები მატჩების მიმოხილვებს დიდ ეკრანზე როგორ უყურებდნენ, ხოლო ჩვენ არცერთ მათგანში ვიყავით,
ეს უნდა შეგვეცვალა. ჩვენგან ბევრი მოლოდინი იყო, რომელიც გუნდის სათამაშო დონეს არ შეესაბამებოდა. ახლა ეს მოლოდინი ისევ რჩება, მაგრამ უკვე სტაბილურად ვთამაშობდით – ბოლო ოთხი ტურნირდან სამში ასე იყო, პლუს მეოთხედფინალი იმ მეოთხე ტურნირში.
საბოლოო ჯამში, ტურნირების ბოლო სტადიაში უნდა გახვიდე, რათა დიდი მატჩების მოგება ისწავლოს. ბევრი რეკორდი დავამხეთ, მაგრამ ვიცით, რომ ტიტული უნდა მოვიგოთ, რათა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს პატივისცემა დავიმსახურით“ – იუწყება საუთგეტიის ნათქვამს უეფას ვებგვერდ,
ევრო 2024-ის ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩატარდება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





