ჰარი კეინი: „მიღებული გამოცდილება სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“

0
63

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტან ჰარი კეინს მიაჩნია, რომ ევრო 2020-ის ფინალში მარცხი, დღეს ესპანეთთან გასამართი გადამწყვეტი მატჩის წინ სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარება.
„რა თქმა უნდა., ევრო 2020-ის ფინალი მძიმე იყო. თუმცა, მარცხი საშუალებას გაძლევს სწორად განეწყო, განსაკუთრებით იმ მოთამაშეებს ეხება, ვინც იმ გუნდში იყვნენ. პირველ ყოვლისა, მხედველობაში მასმედიის რეაქცია და მთელი ეს ატეხილი ხმაური მაქვს. გარდა ამისა, მიღებული გამოცდილება სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“ – იუწყება კეინის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ გასამართი ევრო 2024-ის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი