ლუის დე ლა ფუენტე: “თუ ესპანეთი არ ვიქნებით პრობლემები შეგვექმნება”

0
39

.ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს მიაჩნია, რომ მთავარია ევროპის ჩემპიონატის ფინალში მისმა ფეხბურთელებმა კონცენტრაცია არ დაკარგონ და შეცდომები არ დაუშვან. მან ამის შესახებ ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” ინგლისელებთან დღევანდელ დაპირისპირებამდე განაცხადა.
“აფინლს მშვიდად უნდა შევხდეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა კაარიერაში ბევრი ფინალუი ჩაატარეს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ცოტას თუ უთამაშია. მშვიდად ყოფნა და მომენტით ტკბობა საჭიროა. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ დადებითს ვიმახსოვრებ და აქ რაც ხდება ყველაფერს დავიმახსოვრებ. ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოხვედრა ძალიან მიხარია. მომავალ თამაშს მოუთმენლად ველოდები.
ბერლინში ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რომ ვითამაშეთ, ავტობუსში ვსაუბრობდით, რომ ისევ ამ სტადიონზე დაბრუნება საუცხოო იქნებოდა. ჩვენ ორი საუკეთესო გუნდი ვართ და ფინალშიც ამიტომ გავედით. მთავარია კონცენტრირებული ვიყოთ და შეცდომები არ დავუშვათ. განსაკუთრებული მომენტია.
თუ ესპანეთი არ ვიქნებით, პრობლემები შეგვექმნება. საკუთარი თამაში უნდა ვითამაშოთ. ჩვენს ძლიერ მხარეებს თუ გამოვიყენებთ გავიმარჯვებთ. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა კარში ბევრი დარტყმა და საკუთარი სტილის ჩვენებაა. ისტორიაში შესვლა გვინდა, თუმცა რაღაც უკვე გავაკეთეთ” – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი