ლორან ბლანი საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადს“ გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა 2026 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სამწვრთნელოს კარიერას 2007 წელს „ბორდოში“ დაიწყო, რომელსაც 2008-2009 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, თასი და სუპერთასი მოაგებინა. ის 2010 წელს სათავეში საფრანგეთის ნაკრებს რაიმონ დომენეკის ნაცვლად ჩაუდგა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა.
2013-2016 წლებში ბლანი პსჟ-ს ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთად საფრანგეთის პირველობა 3-ჯერ, თასი 2-ჯერ, სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო ლიგის თასი 3-ჯერ მოაპოვებინა.
ის 2020-2022 წლებში კატარის „ალ-რაიანს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე – „ლიონს“.
ლაშა თაბაგარი
