ესპანეთის ეროვნული გუნდის კაპიტან ალვარო მორატას ცრემლები არ ესირცხვილება და ეიმედება, რომ ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ სატირლად ბევრი მიზეზი ექნება.
„ვფიქრობ, რომ ცრემლები პასუხისმგებლობიდან გამომდინარეა. ეს სუფთა ემოციაა, რომელიც ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივარს უჩნდება. თამაშის დროს 100 პროცენტით კონცენტრირებული ვარ. მე ვმუშაობ. როცა მცვლიან ნებისმიერი მოთამაშის მშობელს ვემსგავსები, რომელიც თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებს. დარწმუნებული ვარ, რომ მიკელ მერინოს მშობლებიც ტიროდნენ, როდესაც გერმანიასთან 1/4-ფინალში გოლი გაიტანა. ისევე როგორც ლამინ იამალის მშობლები, როდესაც ნახევარფინალში საფრანგეთს გაუტანა. მე ასეთი ვარ. ეს ჩემი ხასიათია. სიხარულისგან ტირილში სასირცხვილოს ვერაფერს ვხედავ და იმედია, რომ კვირას ტირილისთვის კიდევ უფრო მეტი მიზეზი მექნება“ – იუწყება ესპანელი ფორვარდის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ბერლინში “ოლიმპიატადიონზე” დღეს გასამართი ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
