ლიონელ მესი: „თამაშს მანამდე გავაგრძელებ…“

0
59
FILE PHOTO: Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Final - Argentina v France - Lusail Stadium, Lusail, Qatar - December 18, 2022 Argentina's Lionel Messi kisses the World Cup trophy after receiving the Golden Ball award as he celebrates after winning the World Cup REUTERS/Kai Pfaffenbach/File Photo

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის თქმით, კარიერას მაშინ დაასრულებს, როდესაც ამის შესაბამისი მომენტი დადგება.
„თამაშს მანამდე გავაგრძელებ, ვიდრე წასვლისთვის შესაფერისი დრო არ დადგება, ვიდრე არ ვიგრძნობ, რომ თამაში მეტი არ შემიძლია“ – იუწყება Dsports მესის სიტყვებს, რომლის კაპიტნობით არგენტინელები კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
37 წლის მესიმ არგენტინელებთან ერთად 2021 წელს კოპა ამერიკა მოიგო, ხოლო 2022 წელს – მსოფლიო ჩემპიონატი. გარდა ამისა, მესიმ მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2007, 2015 და 2016 წლებში კოპა ამერიკაზე „ალბისელესტესთან“ ერთად მეორე ადგილზე გავიდა.
“ოქროს ბურთის” 8-გზის მფლობელმა მესიმ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 914 მატჩი ჩაატარა და 740 გოლი გაიტანა. მან ეროვნული ნაკრების მაისური 186-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 109-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი