ჩირო იმობილე „ბეშიქთაშში“ ითამაშებს

0
31

ჩირო იმობილე კარიერას სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. იტალიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
იმობილე 2016-2024 წლებში რომის „ლაციოში“ თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 311 მატჩში 200 გოლი გაიტანა. ის რომაული კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიაი. იმობილე ოთხჯერ იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ერთხელ ევროპის საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ მოიგო.
მან იტალიის ნაკრებთან ერთად, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 57 მატჩში 17 გოლი გაიტანა, ევრო 2020 მოიგო.
ლაშა თაბაგარი