ანტონიო კონტე: „ნაპოლის“ პრეზიდენტმა მითხრა რომ ხვიჩა რჩება“

0
45

„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს თქმით, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განუცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში არსად წავა.
„კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ხვიჩა რჩება და ეს ასეა. მე ძალიან მიხარია. კვარაცხელია და დი ლორენცო ჩვენი პროექტის საკვანძო მომენტია“ – იუწყება კონტეს ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
კვარაცხელიამ განვლილ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი