საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ლევან შენგელიას და ჯიმი ტაბიძეს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ. ორივე მათგანმა გასული სეზონი საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარ “პანეტოლიკოსში” გაატარეს და გუნდს ლიგაში ადგილისშ შენარჩუნებაში დაეხმარნენ. მეტიც, სწორედ ტაბიძის მიერ “ატრომიტოსთან” (1:0) გატანილი გოლით გაინაღდა “პანეტოლიკოსმა” მომავალ სეზონში სუპერლიგაში თამაში. ქართველი მცველი გუნდში მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაირიცხა და 6 შეხვედრა ჩაატარა. მან საქართველოს ნაკრებში 15-ჯერ ითამაშა.
შენგელია ბერძნულ გუნდში 2022 წლიდან გამოდიოდა და 45 თამაშში 5 გოლის გატანის გარდა, 3 საგოლე პასი გააკეთა. ლევანმა საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
