“ტორპედომ” გვინეელი დაიმატა და ბასილაძესთან გაახანგრძლივა

0
24

ქუთაისის “ტორპედომ” განელი თავდამსხმელი მომო იანსანე დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა – 26 წლის გვინეელი ფორვარდი მომო იანსანე ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს. იანსანე “ტორპედოს” ხორვატიის მეორეადგილოსან “რიეკადან” შეუერთდა. “რიეკაში” გადასვლამდე 2021 წლიდან იანსანე “შერიფის” ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპალიგაზე ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ჯამში შერიფის მაისურით მას 15 გოლი დაუგროვდა, ამავე კლუბთან ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი.
“ტორპედოს” ახალწვეული იყო გვინეის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2022 წელს კი მისი დებიუტი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც შედგა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა”.
გარდა ამისა, ქუთაისელებმა კონტრაქტი 18 წლის ნახევარმცველ ალეკო ბასილაძესთან გაახანგრძლივეს, ეასაც ასევე ტორპედოელთა პრესსამსახური ადასტურებს:
“კლუბმა ალეკო ბასილაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ბასილაძე ჩვენს კლუბში 2027 წლის 31 დეკემბრამდე ითამაშებს.
18 წლის ნახევარმცველი “ტორპედოს” აკადემიის აღზრდილია. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბასილაძემ “ტორპედოს” მაისურით სადებიუტო გოლი “სამგურალს” გაუტანა. აღსანიშნავია, მან საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში ითამაშა”.
ლაშა თაბაგარი