ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდო ისებ წყალტუბოს ‘სამგურალისთვის” შეუტევს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“წყალტუბოს ,,სამგურალში” ჯეფერსონ ჯერალდო დაბრუნდა ბრაზილიელმა ლეგიონერმა გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. ჯეფინიო ჩვენს კლუბში 2022 წლიდან 2023 წლის ივლისამდე თამაშობდა.
“წყალტუბოს ,,სამგურალში” ჯეფერსონ ჯერალდო დაბრუნდა ბრაზილიელმა ლეგიონერმა გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. ჯეფინიო ჩვენს კლუბში 2022 წლიდან 2023 წლის ივლისამდე თამაშობდა.
ბრაზილიელმა შემტევმა სამგურალის მაისურით გამართულ 54 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა , 17 საგოლე გადაცემა შეასრულა და გულშემატკივრების უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.
2022 წელს ჯეფინიო ეროვნული ლიგის საუკეთესო ასისტენტი გახდა. ჯეფინიოს ქართულ საკლუბო ფეხბურთში ძალიან კარგად იცნობენ.
ჯეფერსონ ჯერალდო საქართველოში 2016 წელს კვიპროსული ,,ეთნიკოსიდან“ ჩამოვიდა, ქობულეთის „შუქურას“ გარდა, უთამაშია მარტვილის „მერანში“. 2021 წელს ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ბოლოს ჯეფერსონ ჯერალდო საფეხბურთო კლუბ „თელავში“ თამაშობდა”.
ლაშა თაბაგარი
