ჯოშუა ზირკზე კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მანჩესტერშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
„მანჩესტერი“ 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბოლონიას“ 42,5 მილიონ ევროს გადაუხდის.
ზირკზე იტალიურ გუნდში 2022 წლიდან გამოდიოდა და გასულ სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლის გატანის გარდა, 4 საგოლე პასი გააკეთა. მან ნიდერლანების ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა. ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში ინგლისთან 1:2 დამარცხდა და ზირკზე შეცვლაზე შევიდა.
ლაშა თაბაგარი
