გარეთ საუთგეიტი ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მაღალანაზღაურებადია

0
26

გარეთ საუთგეიტი გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცი წელიწადში 5,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მეორე ადგილზე გერმანიის დამრიგებელი იულიან ნაგელსმანია – 4,8 მილიონი ევრო, ხოლო მესამეზე პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი – 4 მილიონი ევრო.
აღსანიშნავია, რომ ესპანელთა მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე, რომლის ხელფასი წელიწადში 1.2 მილიონი ევროა, ათეულშიც ვერ მოხვდა. ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფრანგი ვილი სანიოლია, რომელმაც საქართველოს ნაკრების 1/8-ფინალში გაიყვანა, მისი ხელფასი წელიწადში 17000 ევროა.
ევროპია ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზრაურებადი მწვრთნელების ათეული ასე გამოიყურება:
1. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) – 5,8 მილიონი ევრო.
2, იულიან ნაგელსმანი (გერმანია) – 4,8 მილიონი ევრო.
3.რობერტო მატინესი (პორტუგალია) – 4 მილიონი ევრო.
4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3,8 მილიონი ევრო.
5. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) – 3 მილიონი ევრო.
6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) – 3 მილიონი ევრო.
7. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) – 1,8 მილიონი ევრო.
8. მურატ იაკინი (შვეიცარია) – 1,6 მილიონი ევრო.
9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) – 1,5 მილიონი ევრო.
10. დომენიკო ტედესკო (ბელგია) – 1,5 მილიონი ევრო.
14 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ინგლისი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი