ლიონელ მესის ბოლო კოპა ამერიკა

0
68

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის ლიონელს მექსის თქმით, კარიერაში თავის ბოლო კოპა ამერიკას ატარებს.
„მიმდინარე კოპა ამერიკა არგენტინისთვის რთულია, რადგან გუნდები უფრო თანაბრად თამაშობენ, ვიდრე ოდესმე. აქ ძალიან ცუდი მოედნები და მაღალი ტემპერატურაა. ჩემთვის ეს ბოლო კოპა ამერიკაა. განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე დი მარიასთან და ოტამენდისთან ერთად ვითამაშე, ხოლო ახლა ერთად ბოლო მატჩებს ვატარებთ და ამით სრულად ვტკბებით“ – იუწყება Mundo Deportivo ლიონელ მესის ნათქვამს, რომლის კაპიტნობით არგენტინა კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
37 წლის მესიმ არგენტინელებთან ერთად 2021 წელს კოპა ამერიკა მოიგო, ხოლო 2022 წელს – მსოფლიო ჩემპიონატი. გარდა ამისა, მესიმ მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2007, 2015 და 2016 წლებში კოპა ამერიკაზე „ალბისელესტესთან“ ერთად მეორე ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი