მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ იტალიის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება:
„მილანის „ინტერი“ მოხარულია მწვრთნელ სიმონე ინძაგისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გაცნობოთ. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მწვრთნელი „ნერაძურის“ 2026 წლამდე უხელმძღვვანელებს.
სამწლიანმა სამუშაომ., რომელმაც კლუბს მეორე „ვარსკვლავი“ მოუტანა სიმონე ინძაგის სახელი „ინტერს“ სამუდამოდ დაუკავშირა. ურთიერთობის გაგრძელება სამი დიადი სეზონის ჩატარების შემდეგ მოხდა, რომელთა განმავლობაში ინძაგიმ 6 ტიტული აღმართა“.
48 წლის ინძაგი „ინტერში“ 2021 წლიდან მუშაობს და გასულ სეზონში მილანელებს სერია A მოაგებინა, ხოლო მანამდე 2-ჯერ იტალიის თასი და 3-ჯერ იტალიის სუპერთასი ააღებინა.
ლაშა თაბაგარი




