სტივ კინი: “მეტოქე ანგარიშგასაწევი გუნდია”

0
22

ქუთაისის “ტორპედოს” შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელის სტივ კინის განცხადებით, კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე ალბანეთის “ტირანას” სახით ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავვთ. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც “ტორპედოს” კაპიტანი მერაბ გიგაურიც დაესწრო.
სტივ კინი: “გუნდში კარგი განწყობაა. მინდა მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოვხატო. ჩვენ ასი პროცენტი დავიხარჯებით. „ტირანა“ საშინაო ასპარეზზე ძალიან კარგად გამოიყურება, საკმაოდ რთულ თამაშს ველოდებით და ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება.
მეტოქე ანგარიშგასაწევი გუნდია. „ტორპედოს“ ჩემი ხელმძღვანელობით კონფერენს ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვს. მატჩისთვის სრული დატვირთვით ვემზადებით და ვფიქრობ შეხვედრა ჩვენთვის წარმატებით დასრულდება. მამადუ სახოს რამდენიმე თვე არ უთამაშია, თუმცა ის  მზადაა და მეორე მატჩში დიდი ალბათობით ითამაშებს. რაც შეეხება ბიძინაშვილსა და ფაცაციას, მართალია რამდენიმე დღის წინ შემოგვიერთდნენ, თუმცა მათ თამაშს წინ არაფერი უდგას“.
მერაბ გიაგური: “ტირანას” სახით საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, თუმცა მეტოქე შევისწავლეთ და მჯერა, სასურველ შედეგს მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშებთ, გულშემატკივრის მხარდაჭერა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა. მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის”.
ლაშა თაბაგარი