ბათუმის „დინამო“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორედ თამაშობს. უკრაინელი ანდრეი ევჩენკოს გაწვრთნილი გუნდი რაზგრადის „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდა, რომელმაც ბულგარეთის ჩემპიონობა ზედიზედ 13-ჯერ მოიგო და პირველი შეხვედრა სტუმრად ორბურთიანი სხვაობით წააგო.
მე-13 წუთზე“ ლუდოგორეცმა“ კუთხურუი გაითამა და ბათუმელთა საკარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა რიკიმ ზუსტი პასი ტეკპეტეის მისცა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და მასპინძლები დააწინაურ – 1:0. ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში ბულგარელების კონტრშეტევა ხელსაყრელი პოზიციიდან სეკუს დარტყმით დასრულდა და პორტუგალიელმა მეკარე რიკარდო სილვამ ბურთი მოიგერია.
24-ე წუთზე სეკუ მოედნის ცენტრში ორ დინამოელს გაუმკლავდა და ზუსტი პასი მისცა რიკის, რომელმაც სისწრაფეში ნიკა მალის აჯობა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა რაზგრადელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ტაიმის დასრულებამდე ბევრი დრო არ რჩებოდა, რომ „ლუდოგორეცის“ მორიგი კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მდგომამა ნედელევმა სახიფათოდ დაარტყა და რიკარდო სილვამ ბათუმელები კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. შესვენებამდე მცირე ხნით ადრე სეკუ „დინამოს“ მეკარესთან მარტი დარჩა და ბურთი თავს ზემოთ არაზუსტად გადაუგდო.
ძალიან სუსტად ჩატარებული პირველი ტაიმის მერე. ბათუმელებმა მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით აქტიურად დაიწყეს. მასპინძლების საჯარიმოში მალიმ ორ მცველს გაექცა და პასი ონორე გომისს მისვა, რომლის კარის ახლოდან დარტყმული ბურთი ბულგარელთა მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ ისევ მალიმ იაქტიურა და „ლუდოგორეცის“ საჯარიმოს სიახლოვეს მოწინააღმდეგეს გაექცა, რის შემდეგ ძლიერად ჩააწოდა – მეკარის მოგერიებული ბურთი საჯარიმოში გომისს მიუვიდა, რომლის სახიფათოდ დარტყმული მცველს მოხვდა.
62-ე წუთზე გომისმა მარცხენა ფლანგზე „კედელი“ ჟან ვიქტორთან გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა პასი ვლადიმერ მამუჩაშვილს მისცა, რომელმაც ცრუ მოძრაობით მცველი ჩამოცილა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:2. ცნობისთვის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაშ მანამდე ჩვენი გუნდები ევროთასებზე ბულგარელებს 8-ჯერ დაუპირისპიდნენ და ბურთებში სხვაობა 0:13 იყო. ნავსი მეცხრე შეხვედრაში გატყდა.
72-ე წუთზე ბათუმელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ვიტრუმ ძალიან კარგად შეასრულა და ბურთი კედელში გააძვრინა – 3:1.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 ივლისის ბათუმში ჩატარდება.
ლუდოგორეცი“ – „დინამო ბათუმი“ 3:1 (2:0)
10 ივლისი.რაზგრადი, „ჰუვეფარმა არენა“.
„ლუდოგორეცი“ პადტი, ვიტრი, ვერდონი, ალმეიდა, ნედიალკოვი (სონი 46). პედრო ნარესი, ნედელევი (პიოტროვსკი 68), ჩოჩევი; რიკი, სეკო (ტისერა 67), ტეკპეტი (ვიდალი 67)
მთავარი მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი.
„დინამო” (ბათუმი): სილვა. მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი, მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიკტორი (ტამბედუ 76); ღუდუშაური, ბლესა (მარა 72), გომისი (ინჯგია 90).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
გოლები: 1:0 ტეკპეტი (13), 2:0 რიკი (24), 2:1 მამუჩაშვილი (62), 3:1 ვიტრი (72).
გაფრთხილება: ალეფ სანტოსი (32), ხარაბაძე (45), ღუდუშაური (85).
მთავარი მსაჯი: რობერტ შრიოდერი (გერმანია).
ლაშა თაბაგარი
